ალექსიძე ნუგზარ გიორგის ძე
ალექსიძე ნუგზარ გიორგის ძე

ალექსიძე ნუგზარ გიორგის ძე (9.VI.1935, სენაკი),  ბიოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი  (1959). სტუდენტობის პერიოდში იყო ი. თარხნიშვილის სახ. სტიპენდიანტი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე:,,თავის ტვინის ინტეგრალური მოქმედება მოლეკულური და უჯრედული მექანიზმები“ (1978) და მიენიჭა პროფესორის წოდება (1979).  სხვადასხვა დროს  ეკავა შემდეგი პოზიციები, იყო: საქართვ. მეცნ. ეროვ. აკად. ბიოლ. განყ-ბის აკად.-მდივნის მოადგილე (1999-დან ); თსუ-ის ბიოქიმ. და ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე  (1973-2007);  თსუ-ის მედ. და ბიოლ. სპეციალობის სამეცნ. და სასწ. საქმიანობის კორდინაციის კონსულტანტი (2000); თსუ-ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2008). გამოქვეყნებული აქვს  300-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 8 სახელმძღვანელო, 4 მეთოდური მითითება და მონოგრაფიები. შეყვანილია მსოფლიოს  500 გამოჩენილ მეცნ. სიაში. არის: მედიკო-ბიოლოგიის (1994), ეკოლოგიის (1995), ეგრისის (1996) აკადემიების აკად., ევროპ. ნეირო-ქიმიკოსთა  საერთაშ. საზ-ბის წევრი (1994); თავის ტვინის შემსწავლელი საერთაშ. ორგანიზაციის წევრი (IBRO 1996); საქართვ. ბიოქიმიკოსთა არასამთავრებო ასოციაციის პრეზიდენტი (2002-დან); ბიოლ. განყ-ბის ბიუროს წევრი (2008);  ევრ. მეცნ. საერთაშ. ასოციაციის ნამდვილ წევრი (2001).  დაჯილდოებულია: ივ. ჯავახიშვილის სახ.  (1976, 1995) და შრომის ვეტერანის მედლებით (1990); ღირსების ორდენით (1996),  გადაეცა პ. ქომეთიანის სახ. პრემია (2002).

თხზ.:ალექსიძე, ნ. (1966).  მეხსიერების ბიოქიმიური მექანიზმების შესახებ. თბ., მეცნიერება; ალექსიძე, ნ. (1992). ნეიროქიმიის საფუძვლები. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ალექსიძე, ნ. (1997). ეკოლოგიური კატასტროფები. თბ.; ალექსიძე, ნ. (1999).  ეკოლოგიური ბიოქიმიის საფუძვლები. თბ.; ალექსიძე, ნ. (2005).  ზოგადი ბიოქომიის საფუძვლები. თბ., უნ–ტის გამ–ბა.